დღეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის
პროგრამის (PFP) პროგრამის მენეჯერს ვაშინგტონის ოფისიდან დავრონ მირსაგატოვს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების უფროსს, ჯეფ რენოს და ამერიკული საბჭოების თბილისის ოფისის დირექტორს, ტიმ ბლაუველტს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი პარლამენტის აპარატის წევრების გადამზადების მიზნით პროგრამის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და საკანონმდებლო ორგანოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გახლდათ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, თამარ ჩუგოშვილმა სტუმრებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მანვე ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების მიზნებს და პარლამენტის ახალ მანდატით აღჭურვას, როგორც საზედამხედველო ორგანოსი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მთავრობის საქმიანობას. აქ პარლამენტის თანამშრომლების როლი ძალიან დიდია, რისთვისაც მნიშვნელოვანია მათი გადამზადება და პროფესიული განვითარება, იმისათვის რომ პარლამენტმა სრულფასოვნად შეასრულოს ერთ-ერთი მთავარი - საზედამხედველო ორგანოს ფუნქცია.
შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკანონმდებლო ორგანოს კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომპარლამენტის ახალი ფუნქციების ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და საელჩოების ჩართულობა, ასევე აშშ კონგრესის კვლევითი ცენტრის გამოცდილებისგაზიარება, რომელიც საუკეთესო პრაქტიკას გვთავაზობს.
ამერიკული საბჭოების აშშ ოფისის პროგრამის მენეჯერმა გამოხატა PFP პროგრამის გაფართოების შესახებ ინტერესი და მასში პარლამენტის თანამშრომელთა მეტი ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება,იმისათვის რომ მათ მიეცეთ საშუალება პრაქტიკა გაიარონ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში და ადგილზე გაეცნონ სამუშაო პროცესს.
შეხვედრის ფარგლებში სტუმრების მხრიდან გამოითქვა მჭიდრო თანმშრომლობის სურვილი. განხილულ იქნა პროგრამის დაფინანსების რამდენიმე სცენარი და აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისჩართულობის შესაძლო გზები.
პროფესიული პრაქტიკის პროგრამა (PFP) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას საქართველოში ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლებისამერიკული საბჭოები.

















