logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის“ პროექტი განიხილეს
„ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის“ პროექტი განიხილეს
12:57 11.12.2018
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის“ პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკითხი განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

„ჩვენი შეხვედრა არის იმ სასარგებლო და დადებითი პრაქტიკის გაგრძელება, რაც თითქმის უკვე ორი წელია პერიოდული ანგარიშების მოსმენის პროცესში პარლამენტის ჩართულობასთან დაკავშირებით დამკვიდრდა. დარწმუნებული ვარ, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა უფრო სრულყოფილს და ინკლუზიურს გახდის ანგარიშების სისტემას და არსებითად გააძლიერებს ანგარიშების მოსმენების მონიტორინგს, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი განცხადებით, ანგარიში მომზადებულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით. ანგარიში ასევე, წარედგინათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სადაც მათი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა.

როგორც მომხსენებელმა განმართა, ანგარიშის პროექტში ასახულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ განხორციელებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, ამ კუთხით მიღწეული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის პროგრესი და გამოწვევები.

„ამასთან, ჩვენ მზად ვართ აღნიშნულ ანგარიშში ავსახოთ პარლამენტის შენიშვნები და კომენტარები, რის შემდგომაც ანგარიშს საბოლოო სახე მიეცემა და გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტს გაეგზავნება“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მომხსენებელმა მოკლედ მიმოიხილა ანგარიში, რომლის მიზანია საქართველომ მიაწოდოს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შემდგომ კერძოდ, 2014 წლიდან, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ.

ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეთმობა კომიტეტის დასკვნითი შეფასების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ნაწილი კი, შეიცავს კონვენციის მუხლებში განსაზღვრულ უფლებათა რეალიზების თაობაზე იმ ინფორმაციას, რომელიც კომიტეტის დასკვნით შეფასებებში მოცემულ რეკომენდაციებს სცდება.

მომხსენებლის განმარტებით, ანგარიშში განსაკუთრებულად ფოკუსირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობა.

„ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხი, ამავდროულად, მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების მძიმე მდგომარეობა“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, ანგარიშში ამ მხრივ აღწერილია ჟენევის მოლაპარაკებების თუ სხვადასხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში სახელმწიფოს მიერ, გაწეული ძალისხმევა. დოკუმენტში, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, აღწერილია უფასო ჯანდაცვის პროგრამები თუ განათლების შესაძლებლობების გაზრდის ინიციატივები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს. ანგარიშში ასევე, მიმოხილულია გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული რეფორმები, ინსტიტუციონალური თუ საკანონმდებლო ცვლილებები.

„მათ შორის აღსანიშნავია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ე.წ. ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენციის აღიარების საკითხი, რომელიც 2017 წელს მოხდა. გენდერული თანასწორობის ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის ჩამოყალიბება, ახალი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი ფოკუსი არის სწორედ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხები, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა და ასევე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განხორციელებისთვის“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ანგარიშში ვრცლად არის ასახული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე - (ადრეული ქორწინების, ტრეფიკინგის პრევენციის თუ გენდერული თანასწორობის საკითხები), სხვადასხვა უწყების მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული მასშტაბური კამპანიები.

ანგარიშში ასახულია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ განხორციელებული ქმედებები, ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, სოფლად მცხოვრებ ქალთა მხარდაჭერის პროგრამები, ნაადრევი ქორწინების აღმოფხვრის, ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის ასევე, ქალთა უფლების თემასთან დაკავშირებული საკითხები.

„წარმოდგენილი დოკუმენტი არის კომპლექსური, რომელიც მოიცავს ყველა საკითხს, რაც არის ანგარიშისთვის საყურადღებო და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

მისი განცხადებით, მსხვერპლთა დაცვის ნაწილში, განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც შეიცვალა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ და თავსებადი გახდა კონვენციის ვალდებულებიდან გამომდინარე და რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. „ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი იყო სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები, სადაც მოხდა რამდენიმე ახალი მუხლის დამატება და რომელიც სწორედ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს ეხმიანება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ანგარიშში გამოჩნდეს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ასპარეზზე ქალთა ჩართულობის მიმართ პარლამენტის მხარდაჭერა.

„მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ის პოზიტიური ღონისძიებები, რომელიც გააძლიერებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობას. კარგი იქნება ანგარიშში ამ დინამიკის გაგრძელება ჩანდეს, რადგან ამ მხრივ, აქტივობები დაწყებულია. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პარლამენტს ჰქონდა გასულ წელს თუმცა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი ბოლომდე მიყვანა, იმედს არ ვკარგავ რომ ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურების კუთხით, ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებასაც გულისხმობს იქნება მხარდაჭერილი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ანგარიშის მომზადებაში.

„ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებებმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო დოკუმენტებში სათანადოდ ასახულიყო საქართველოს როგორც მიღწევები ასევე, გამოწვევები „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების კუთხით. მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მინდა მივაწვდინოთ ეს ანგარიშები ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. ეუთოს ეხება ის თემები რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ დღეს და პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

„ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების შესახებ საქართველოს მე-6 პერიოდული ანგარიში მომზადებულია ამავე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ანგარიშის მიზანია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში კონვენციით გათვალისწინებული ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. ანგარიში მოიცავს საქართველოს მე-4 და მე-5 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშის წარდგენის შემდგომ პერიოდს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა