logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე პანელური დისკუსია ჩატარდა
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე პანელური დისკუსია ჩატარდა
10:21 11.12.2018
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე: ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის როლი საქართველოში ადამიანის უფლებათა ზედამხედველობის კუთხით; სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიში და საპარლამენტო მექანიზმები მისი გახორციელებისთვის.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძე და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

„ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ეს არის წამყვანი კომიტეტი, მათ შორის, ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის სფეროში და ბუნებრივია, ჩვენ ყველაზე მეტად ვართ ვალდებული მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ ის ზედამხედველობა, რომლის უფლებასაც ჩვენ არსებული კანონმდებლობა გვაძლევს და აქედან გამოდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ, პირველ რიგში, საქართველოს სახალხო დამცველთან“,-განაცხადა სოფიო კილაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში არსებობს ძალიან ეფექტიანი მექანიზმი იმის თაობაზე, თუ როგორ მობრძანდება სახალხო დამცველი, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ პარლამენტში და წარმოადგენს ანგარიშს. როგორც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძალიან არის გაზრდილ იმ რეკომენდაციების გაზიარების პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც სახალხო დამცველი საქართვლოს პარლამენტში წარმოადგენს.

სოფიო კილაძის განცხადებით, ზედამხედველობის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენები გაიმართა ოჯახური ძალადობის, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების დაცვასა და ბავშვთა უფლებების სასტიკად დარღვევაზე დე-ფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის მხრიდან.

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2016 წლიდან კომიტეტს აქვს ზედამხედველობის ძალიან კარგი პრაქტიკა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საქართველოში.

სოციალური მუშაკის რეფორმაზე საუბრისას, სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო პაკეტის აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგემა, რომელიც მიღებული იქნება კომიტეტის მიერ.

მისივე თქმით, წელს კომიტეტში დაინერგა დიდი სიახლე - ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში პირველად, საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, მოსმენილი იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩრდილოვანი ანგარიშები და რეკომენდაციები.

როგორც ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც კომიტეტში დაინერგა, ეს არის ძალიან სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოქალაქეების წერილებზე ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, აღნიშნული ვადა ერთი თვიდან სამ დღემდე შემცირდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დისკუსიის მონაწილეებს გააცნო მიმდინარე წელს სახალხო დამცველის საქმიანობის გარკვეული შეჯამება. მან, ასევე ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი ანგარიშის განხილვის გაუმჯობესებულ პროცედურებზე.

„წლების წინ, ნამდვილად ფორმალობა იყო პარლამენტში ანგარიშის წარდგენა. სახალხო დამცველის ანგარიშს როგორც ცნობას იღებდა პარლამენტი, თუმცა რამდენიმე წელია რაც ნამდვილად გაუმჯობესდა დამოკიდებულება და ვითარება ამ თვალსაზრისით და პარლამენტი გახდა ორგანო, სადაც შექმნილია შესაბამისი პროცედურები და ფორმატები იმისთვის, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის და რეკომენდაციების გარშემო წარმართული იყოს თემატური დისკუსიები და შესაბამის უწყებებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და ვალდებულება წარმოადგინონ ინფორმაცია განხორცილებული საქმიანობის შესახებ“,-განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიამ თავის გამოსვლაში ისაუბრა ადამიანის უფლებათა ზედამხედველობის კუთხით კანონმდებლობაში განხორცილებულ ცვლილებებზე და ამ ცვლილებებით გაწერილ მექანიზმებში საქართველოს სახალხო დამცველის მონაწილეობაზე.

მოხსენებების შემდეგ პანელური დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა