logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“განახლების გეგმასთან სპეკულაციებს კავშირი არ აქვს
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“განახლების გეგმასთან სპეკულაციებს კავშირი არ აქვს
09:53 11.12.2018
„ახლო მომავალში რაიმე ცვლილებების თაობაზე -ეს ეხება როგორც პარტიულ თანამდებობებს, ასევე, საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს, იქ გვესმის სპეკულაციები და ამას კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდის გაჯანსაღება და გადახალისება ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. რაც შეეხება უშუალოდ, საკადრო ცვლილებებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სპეკულაციებია, რასაც საფუძველი არ აქვს.

„აქ ორი რამე არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში - ერთი ეს არის გუნდის გაჯანსაღება და გადახალისება, რაც არის ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზე საუბრობდა, ასევე, პარტიის თავმჯდომარე, როგორც მოგეხსენებათ და ამას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მათ შორის, ჩვენ ვემზადებით, როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, აქ ერთერთი მთავარი პრიორიტეტი არის გუნდის განახლება, გადახალისება. რაც შეეხება, უშუალო საკადრო ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ გვესმის სპეკულაციები, ამ სპეკულაციებს არ აქვს საფუძველი. გუნდის განახლება არის ამოცანა, თუმცა, სპეკულაციები უშუალო, ახლო მომავალში რაიმე ცვლილებების თაობაზე -ეს ეხება როგორც პარტიულ თანამდებობებს, ასევე, საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს, იქ გვესმის ჩვენ სპეკულაციები და ამას კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, მოსახლეობის დაკვეთა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამოჩნდა, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს გუნდისა და მართვის ეფექტიანობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის გაკეთება გუნდის გადახალისების გარეშე რთულია.

„მოსახლეობის დაკვეთა გამოჩნდა ამ არჩევნებში. დაკვეთა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს გუნდის ეფექტიანობა, მართვის ეფექტიანობა და ამის გაკეთება, ბუნებრივია, რთულია გუნდის გადახალისების, მუდმივი განახლების გარეშე და ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის. მთავარი ამოცანა არის ის, რომ გუნდმა უნდა იმუშაოს უფრო ეფექტიანად იმისათვის, რომ განხორციელდეს რეფორმები, გატარდეს ის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გუნდის განახლება. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, რაზეც არის საუბარი მოკლევადიან პერსპექტივაში, სწორედ ეს არის სპეკულაციები. ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ გვაქვს გეგმა იმისათვის, რომ გუნდი განვაახლოთ და ამის მიხედვით ვმუშაობთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა