საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ
ყაველაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულიოფისის მიერ ჩატარებულ კვლევის „მოზარდთა მშობლობა და მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამის შესახებ“ პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული კვლევა მოზარდთა მშობლობისშესწავლის მიზნით ჩატარდა და საქართველოსთან ერთად კვლევითი სამუშაოები ბელარუსში, ბულგარეთში, მოლდოვაში, მონტენეგროსა და რუმინეთში განხორციელდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა გაეროს ბავშვთა ფონდს ჩატარებული კვლევისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„იმგამოწვევების გადაჭრას, რომელიც კვლევაში არსებობს მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეძლებს, ამისათვის აუცილებელია მოქალაქეობრივი ერთობა. მიდგომები უნდა იყოს სიღრმისეული და უნდაეხებოდეს როგორც მოზარდს, მშობელს, ოჯახს და ეთნიკურ უმცირესობებს. ყველა გამოწვევის მოგვარების პროცესში ძალიან დიდ როლს თამაშობს სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ გვჭირდება სტაბილური განვითარება, გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდობა, უნდა მოვუსმინოთ მათ და არ უნდა მოვახვიოთ თავზე სახელმწიფოს ნება, თუ რა სურთ ახალგაზრდებს ეს იქნება ქვაკუთხედი სფეროს განვითარების. საჭიროა ახალგაზრდა მშობლებთან მუშაობა, რათა მოხდეს მეტი ინფორმირებულობა. აუცილებელია ჩვენი ტრადიციების დაცვა, მაგრამ ის გამოწვევებირომელიც კვლევამ აჩვენა საჭიროებს დროულ რეაგირებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კვლევის მიზანი იყო საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით მშობლობა მოზარდთა მშობლებს/აღმზრდელებს და როგორ აისახება ეს მათ ყოველდღიურ ურთიერთობებშიმოზარდებთან. რა გავლენას ახდენს მიკრო და მაკრო ფაქტორები მშობლობის ზოგად დინამიკაზე და აღმზრდელობით მეთოდებსა და სტილზე. ვის მიმართავენ მოზარდები და მათი მშობლებიფორმალური და არაფორმალური მხარდაჭერისთვის და ასევე როგორ შეიძლება გავაძლიეროთ მშობლებისთვის შექმნილი პოლიტიკა და პროგრამები ისე, რომ მათ დააკმაყოფილონ მოზარდებისმშობლების არსებული საჭიროებები.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მოზარდები ვითარდებიან სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ურთიერთობების კონტექსტში, რომლებიც, როგორც წესი, მოზარდის ფიზიკურ და გონებრივგანვითარებასთან ერთად იცვლება და თანდათანობით უფრო კომპლექსური ხდება. მზარდი სირთულეების ფონზე, მოზარდის უნარი, გაუმკლავდეს წინააღმდეგობებს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულიზოგადად აღზრდის სტილზე, მშობლების მიერ გამოყენებულ აღზრდის მეთოდებსა და დამოკიდებულებებზე.

















