პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა,
პარლამენტის მიმდინარე წლის 12-14 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განიხილეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღის წესრიგში რამდენიმე კენჭსაყრელი და ორმოცდაათზე მეტი განსახილველი საკითხია. პარლამენტი საშემოდგომო სესიის ბოლო პლენარული სხდომების კვირას „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის და „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის“ საბოლოო ვარიანტის განხილვას თანმდევ კანონპროექტებთან ერთად გეგმავს. ასევე, განიხილება პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
ბიურომ, ასევე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელა.

















