logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო გოგუაძე და ირინე ფრუიძე ვიზიტად აშშ-ში იმყოფებოდნენ
ნინო გოგუაძე და ირინე ფრუიძე ვიზიტად აშშ-ში იმყოფებოდნენ
14:29 10.12.2018
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ.

პარლამეტის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის კონგრესის წევრებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კონგრესის კვლევითი და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელ პირებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ შორის, კონგრესმენ დევიდ პრაისთან, პიტერ როსკამთან, სუსან დევისთან, გვენ მურთან, ასევე IRI-ს პრეზიდენტ დანიელ ტვინინგთან, NED-ის პრეზიდენტ კარლ გერშმანთან და სხვა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებისას საუბარი შეეხებოდა საქართველოს და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, ამერიკის მხარდაჭერას და როლს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების საკითხებში. მხარეებმა ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეტი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობები.

ქართველმა კანონმდებლებმა ისაუბრეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ფარგლებში, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის კონგრესს შორის თანამშრომლობის ახალი მექანიზმების შექმნაზე.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ყველა შეხვედრას თანამშრომლობის გაღრმავების ახალი შესაძლებლობა მოაქვს. ამ შეხვედრებზე, ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ვიმსჯელეთ ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესების გაძლიერებას. ამ საკითხზე მუშაობს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ამერიკული ინსტიტუტების მხარდაჭერა უფრო დინამიურს გახდის ამ პროცესს.“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ირინე ფრუიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. „მისი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართ მრავალ მნიშვნელოვან პროექტში გამოიხატება. ამ თანამშრომლობის გასამყარებლად და გასამრავალფეროვნებლად აუცილებელია საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ს კონგრესს შორის მეტი კავშირების დამყარება. ჩვენი ვიზიტის დროს საინტერესო დისკუსიები გაიმართა პარლამენტის გაძლიერების, პოლიტიკასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ჩართულობის გაზრდის და ქვეყნის მდგრადი განვითარების შესახებ“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

პარლამენტის წევრების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ-ს კონგრესის House Democracy Partnership - ის მხარდაჭერით განხორციელდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა