logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა
16:22 09.12.2018
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მთავრობის და სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან ერთად, 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია მიესალმა, რომელმაც შეხვედრის მნიშვნელობასა და სამოქმედო გეგმაში გაწერილ აქტივობების შესრულებაზე ისაუბრა.

„კომიტეტში უკვე ერთგვარი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც ყოველი წლის ბოლოს იმ სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებთანაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს, ვადგენთ სამოქმედო გეგმას. მთავრობის და სამინისტროების საპარლამენტო მდივნებთან ერთად წინასწარ გავდივართ სამოქმედო გეგმის პროექტებს. დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა იმ კანონპროექტების გაცნობას, რომელზეც კომიტეტი მომავალი ორი წლის განმავლობაში იმუშავებს. სიახლეს წარმოადგენს საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების ფარგლებში საკომიტეტო სხდომებზე შესაბამისი პირების მოსმენების გრაფიკის შედგენა. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტი ახალ ინიციატივებზე აპირებს მუშაობას და ამ პრიორიტეტებში გამოყოფილია მართლმსაჯულების რეფორმა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებები. ასევე ვგეგმავთ ზედამხედველობის განხორციელებას იმ კანონების შესრულებაზე, რომელიც უკვე მიღებულია და თემატური მოკვლევის ჩატარებას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა, ხმაურის შესახებ კანონი და სხვა. ეს იქნება ახალი მიდგომა, რომლითაც კომიტეტი აძლიერებს როგორც საკანონმდებლო პროცესის სტანდარტებს, ასევე საზედამხედველო მიმართულებებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სამუშაო შეხვედრაზე ახალი სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვისას, საუბარი შეეხო იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელთა განხორციელებაც გასული წლების სამოქმედო გეგმაში ვერ მოესწრო და რომლებიც 2019-2020 წლების გეგმაში ისევ რჩება. შეხვედრაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა და სამინისტროების წარმომადგენლებმა კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს და მათი სამოქმედო გეგმაში ასახვის მნიშვნელობა განიხილეს.

„მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია კოორდინაციისთვის და მთავრობასა და პარლამენტს შორის შესაბამისი ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის. მთავრობის მხრიდან შევეცდებით კიდევ უფრო გავააქტიუროთ ეს პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სამოქმედო გეგმების არსებობა და ყველა უწყება წინასწარ იქნება ინფორმირებული საკანონმდებლო პროცესის მიმდინარეობაზე. ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ნათია მიქელაძემ.

იურდიულ საკითხთა კომიტეტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის საბოლოო ფორმირება და მისი დამტკიცება წლის ბოლოსთვის იგეგმება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა