logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
უთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
11:33 09.12.2018
უთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"წინამდებარე განცხადება კეთდება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვგმობთ, რომ საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრიდან ათი წლის შემდეგაც, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება.

გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი და მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე ყველა სახელმწიფოს, მოიქცნენ ამგვარად.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საჭიროებას, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი ოქმისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების სრული პატივისცემით.

მივესალმებით საქართველოს პროგრესს ქვეყნის დემოკრატიისა და კარგი მმართველობის გაძლიერების, ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესების, ადამიანის უფლებების განმტკიცების, ასევე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე. სამწუხაროა, რომ ამ უპირატესობებით ვერ სარგებლობს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მოსახლეობა. გვჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება დიდ სასიკეთო გავლენას მოახდენს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთლიანად რეგიონზე.
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას რუსეთის მიერ გახშირებულ სამხედრო წვრთნებთან და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დამატებითი სამხედრო შენაერთების განლაგებასთან დაკავშირებით. რუსეთის მხრიდან ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ვითარება უარესდება და ზიანდება ის პრინციპები და ნორმები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი უსაფრთხოება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც უნიკალური და მნიშვნელოვანი ფორმატისადმი, რომელიც პასუხობს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული მოუგვარებელი კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებს უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით. ვწუხვართ, რომ მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე ვერ ხერხდება პროგრესის მიღწევა, მათ შორის, ძალის არგამოყენებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების საკითხებზე და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ადგილზე უსაფრთხოება და სტაბილურობა. ხაზს ვუსვამთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მონაწილეების მიერ კონფლიქტით დაზარალებულთა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გამოწვევების კეთილსინდისიერად, გრძელვადიანად გადაჭრას და მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე რეალური შედეგების მიღწევას.
გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი (IPRMs) და ხაზს ვუსვამთ მათ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის გამწვავების პრევენციის საკითხში. უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ IPRM-ების უკანასკნელი შეხვედრების ჩაშლასთან დაკავშირებით როგორც გალში, ისე ერგნეთში და მოვუწოდებთ მონაწილეებს, დაუყონებლივ მოახდინონ მათი აღდგენა მექანიზმების დამფუძნებელი პრინციპებისა და წესების სრული დაცვით. მოვუწოდებთ მონაწილეებს, გამონახონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების გადაჭრის შესაბამისი გზები.

ვაფასებთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წვლილს ადგილზე დაძაბულობის ესკალაციის აღკვეთაში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუშვას EUMM საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რათა მისიამ სრულად განახორციელოს თავისი მანდატი.
ვგმობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, არ შეუქმნას დაბრკოლება გამოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. ამ კონტექსტში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მიერ გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია დაუსჯელობის აღკვეთა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების აღმოფხვრა, ჩვენ ვითვალისწინებთ ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას ეფუძნება.
ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და ვგმობთ ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტებს, მათ შორის, წამების შესახებ ბრალდებებს და სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობისა ან დასჯის ფაქტებს, ასევე თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შეზღუდვის შემთხვევებს. შეშფოთებულები ვართ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით გამოწვეული შედეგებით.

ვგმობთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების მასობრივი განადგურების ფაქტს, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა და კულტურული მემკვიდრეობის კვალის სრული გაქრობისკენ რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის გამოხატულებაა. მხარს ვუჭერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ნებაყოფლობით დაბრუნებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით საოკუპაციო ხაზის გამაგრების მიმდინარე პროცესი კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.

ამ კონტექსტში, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეფერხების გარეშე დაუშვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.

მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით. მივესალმებით საქართველოს მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს ზემოხსენებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

მივესალმებით ძალის არგამოყენების შესახებ საქართველოს მიერ აღებულ ცალმხრივ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, ნაცვალგების საფუძველზე მოიქცეს ამგვარადვე, დაადასტუროს და შეასრულოს ძალის არგამოყენების ვალდებულება.
მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობისა და ურთიერთობის აღდგენას, ასევე, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მივესალმებით საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

მოვუწოდებთ ეუთო-ს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში და ხელი შეუწყოს ომითა და საოკუპაციო ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და ჩართულობას.

მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, შეთანხმდნენ საქართველოში ეუთო-ს მრავალგანზომილებიანი მისიის გახსნაზე, კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სასარგებლოდ, რომელსაც, ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა როგორც აფაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. მისია მნიშვნელოვნად გააძლიერებს ეუთო-ს ჩართულობას როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებში, ასევე ნდობის აღდგენის მექანიზმების განხორციელებაში.

მეგობარი ქვეყნები ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას, ასევე გამოხატავენ მზაობას, გააორმაგონ ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული განვითარებების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით"-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა