კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მთავარ პროკურატურასთან კოალიცია „ქართული
ოცნების“ წევრის კახა კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას აპროტესტებენ.
როგორც აქციაზე ჟურნალისტებს ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა ძაგნიძემ განუცხადა, პროკურორმა ელიზბარ გოზალაშვილმა კახი კალაძის ანგარიშები უკანონოდ დააყადაღა.
„კალაძის ქონების დაყადაღება ამ ხელისუფლების კიდევ ერთი უკანონობის მაჩვენებლია. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა“ - განაცხადა ძაგნიძემ.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის ცოტნე ზურაბიანის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების შესაზღუდად.
„კახი კალაძის ქონების დაყადაღება სრულიად უკანონოდ მოხდა. არ ვაპირებთ მსგავსი ტიპის უკანონობას შევეგუოთ და მას ყოველთვის გავაპროტესტებთ. ყველა უსამართლობის მიმართ გამოვხატავთ პროტესტს და ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“- განაცხადა ზურაბიანმა.
გასულ კვირაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ბანკებში არსებული კალაძის ყველა ანგარიში დააყადაღეს.

















