მოდერნიზაციის გეგმების განხორციელების შედეგად 350 სოფელი სკოლის გარეშე დარჩა.
ამის შესახებ საპარლამენტო "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომდგენელმა ლევან ვეფხვაძემ პოლიტიკურ დებატებზე განაცხადა.
მან ასევე პრეზიდენტს, მოუწოდა რამდენიმე წლის წინ შემოყვანილი სასკოლო ავტობუსები მოიკითხოს, რომლებმაც ფუნქციონირება შეწყვიტეს.
მან მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართა დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად სამ და მეტ შვილანნ ოჯახებს სახელმძღვანელოები უფასოდ დაურიგონ.
ასევე, ლევან ვეფხვაძემ, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების საკითხიც აღნიშნა და კონკრეტული მაგალითი მოიყვანა. "ახალციხეში გელაშვილების ოჯახს სოციალურმა აგენტებმა 34 ათასი ქულა მიანიჭეს, მათ საკვების დეფიციტი აქვთ, 15 წლის ოჯახის წევრი 35 კილოს იწონის და მის უფროს დას 1 750 ლარის სწავლის საფასურის გადახდას სთხოვენ " - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მან მთავრობას პედაგოგებისთვის მე-13 ხელფასის თაობაზე 2008 წლის დაპირებცა შეახსენა.

















