logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის დელეგაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის გამოცდილებას გაეცნო
პარლამენტის დელეგაცია ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის გამოცდილებას გაეცნო
20:35 07.12.2018
საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტად სერბეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ქართველი კანონმდებლები ევროპული ინტეგრაციის საკითხებში სერბეთის რესპუბლიკის გამოცდილებას გაეცნენ.



დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა,



კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი, კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.



ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა, საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან, ერთად, შეხვედრები გამართეს სერბეთისა და საქართველოს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან. ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან, ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გუნდის ხელმძღვანელთან.



მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სერბეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ევროპული ინტეგრაციის საკითხების, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. დუბრავკა ფილიპოვიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელგრადს შორის პირდაპირი ფრენების აუცილებლობაზე და ისაუბრა საელჩოების გახსნაზე.



მან დადებითად შეაფასა OGP-ს ფარგლებში თბილისში გამართული კონფერენცია, რომელშიც თავად მონაწილეობა. მან ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თამარ ხულორდავამ ისაუბრა სერბეთის, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნის გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარების მნიშვნელობაზე. „სერბეთის წარმატება ამ გზაზე, საქართველოს წარმატების წინაპირობაა“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ. კომიტეტის თავმჯდომარემ სერბ კოლეგებს საქართველოში ევროინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. „საქართველოს უმთავრესი მიზანი იმ რეფორმების განხორციელებაა, რაც ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტებთან დააახლოებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ რეფორმებს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, საქართველოში ევროპული ინტეგრაცია მყარი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს. „აღნიშნული კიდევ უფრო გამყარდა ჩანაწერით საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.



ზარკო ობრადოვიჩთან შეხვედრის დროს სერბეთის მხარემ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებზე ისაუბრა - როგორც ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელ ფაქტორზე. თამარ ხულორდავამ სერბ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და გააცნო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. „კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ისარგებლონ ქვეყნის წინსვლით და ევროპული ინტეგრაციით მიღებული შედეგებით“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო სერბეთის პარლამენტის, კერძოდ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის როლს და საქმიანობას ევროკავშირთან მოლაპარაკებების და სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ საქმიანობაში არასამთვრობო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც.



ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იადრანკა იოქსიმოვიჩთან შეხვედრისას მონაწილეებმა ევროინტეგრაციული პროცესის სირთულეებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა საზოგადოების ცნობიერებისა და მათთვის ევროპული ინტეგრაციის პოპულარიზაციისა და ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდებაზე და საზოგადოების ჩართულობაზე, რაც საზოგადოების მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა. ტანია მიშჩევიჩმა საქართველოს დელეგაციის წევრებს მოლაპარაკებების პროცესში გადაწყვეტილებების მიღების სერბული სისტემა და ამ პროცესში ევროინტეგრაციის კომიტეტისა და სამინისტროს როლი გააცნო.



ვიზიტის შედეგად, მხარეები ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებაზე და გამოცდილების ურთიერთგაცვლაზე შეთანხმდნენ.



2019 წლის მარტში სერბეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი იგეგმება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა