logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გუგული მაღრაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
გუგული მაღრაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
20:16 07.12.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ალან ტარიოვსკის და ცეზარ სანჩოს შეხვდა.



როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მსოფლიო ბანკის საქმიანობის ისეთი მთავარი მიზნის განხორციელებისთვის, როგორიცა უკიდურესი სიღარიბის დაძლევა, გენდერული თანასწორობა უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.



გუგული მაღრაძემ სტუმრებს გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობა გააცნო, რაც მისი თქმით, დადებითი გავლენას ახდენს ქალთა შორის უკიდურესი სიღარიბის დაძლევაზე.

„გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებში სიღარიბის დაძლევა არის ნომერ პირველი მიზანი და გენდერული თანასწორობა ნომერ მეხუთე მიზანი, რაც მოწმობს იმას რომ ეს ორი მიზანი ძალიან გადაჯაჭვული და ურთიერთგანმაპირობებელია“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. მისი თქმით, საქართველოში განათლების მხრივ ქალებსა და მამაკაცებს შორის არაა ჩამორჩენა, მაგრამ ქალების დასაქმება ჩამორჩება მამაკაცების დასაქმებას. „საერთო ეროვნული შემოსავალის 11 % იკარგება გამომდინარე იქიდან, რომ ქალებს აქვთ არათანაბარი წვდომა დასაქმებისა და მეწარმეობისადმი. დღემდე შენარჩუნებულია ქალების დასაქმება ძირითადად ე.წ ქალურ პროფესიებში. საჭიროა მეტი გოგონა იღებდეს განათლებას საინჟინრო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, რომ მათთვის მისაწვდომი იყოს მაღალ ტექნოლოგიური პროფესიები, რაც თავის მხრივ, არის ერთ-ერთი მთავარი გზა მამაკაცების და ქალების არათანაბარი შემოსავლების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.



მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, რომელიც აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ არის დაფინანსებული და რომელიც მიმართულია საინჟინრო და ტექნოლოგიურ დისციპლინებში პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებისაკენ, დიდი აქცენტი კეთდება და გამჭოლი პრიორიტეტია გენდერული თანასწორობის მიღწევა განათლებაში.



შეხვედრისას სტუმრები დაინტერესდნენ ადრეული ქორწინების გავლენით ქალთა დასაქმებაზე, რაც ასევე მიჩნეულია ქალთა შორის სიღარიბის ერთ-ერთ ფაქტორად. ასევე, დაინტერესდნენ როგორია მიმართება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ქალების დასაქმებასთან დაკავშირებით.



გუგული მაღრაძის თქმით, ქალთა დასაქმების ისეთი მნიშვნელოვანი სფერო როგორიცაა ტურიზმი და სამასპინძლო ბიზნესი, საჭიროებს მეტ ყურადღებას. „ამ სფეროში ქალების უმრავლესობაა დასაქმებული და მათ აქვთ გარკვეული გამოწვევები კულტურული სტერეოტიპებიდან გამომდინარე. გაძნელებულია მათი მხრიდან მისაწვდომობა ფინანსური რესურსებისადმი. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის ასევე, სჭირდებათ საჭირო უნარ-ჩვევების ტრენინგები, რაშიც შესაძლოა საჭირო დახმარება აღმოუჩინოს მსოფლიო ბანკის პროგრამებმა საქართველოში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.



გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა სტუმრებს ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით გენდერული საბჭოს მუშაობის პრიორიტეტები გააცნო. „საბჭოს მიერ მომზადებული და ინიცირებულია ქალთა შრომითი უფლებების შესახებ კანონპროექტი ასევე, სექსუალური შევიწროების და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაძლიერებლად მუშავდება საკანონმდებლო ინიციატივები“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ. მან თხოვნით მიმართა სტუმრებს, თუკი ეს შესაძლებელია, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასა და გენდერულ თანასწორობის შორის არსებული ურთიერთკავშირის შესახებ მსოფლიო ბანკის ინიციატივით, საქართველოში კვლევა ჩატარებულიყო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა