logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
გივი მიქანაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
18:48 07.12.2018
ერევანში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე დაესწრო.



სომხეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის უფროსის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის აპარატის უფროსებმა თანმხლებ დელეგაციებთან ერთად მიიღეს.



სამუშაო შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, არა ბაბლოიანმა გახსნა. შეხვედრის დღის წესრიგით განიხილეს სამოქმედო გეგმით განხორციელებული და დაგეგმილი საკითხები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატი, ერთი წლის ვადით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის თავმჯდომარედ აირჩიეს.



ქართული მხარის ინიციატივით მომზადდა და ოთხი ქვეყნის აპარატის უფროსებმა ხელი მოაწერეს „თბილისის მემორანდუმის“ ერევნის დამატებას, რომლითაც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტთა კვლევითი ქსელი. ქსელის შექმნის მიზანია, სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის საფუძველზე, ქსელის წევრ ქვეყნებს შორის კანონპროექტებისა და კანონების ურთიერთგაცვლა, კანონების აღსრულებაზე არსებული პრაქტიკის ინფორმაციის სახით მიწოდება. ასევე, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში გერმანიის ელჩების სახელზე მომზადდა და ხელი მოეწერა შუამდგომლობას, რაც GIZ-ის პროექტების განხორციელების გაგრძელებას ითვალისწინებს.



საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ნაბიჯები, რაც ქართულმა მხარემ ქსელის გაძლიერების კუთხით გადადგა ბოლო ორი თვის განმავლობაში. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა პოლონეთის სეიმის კანცლერთან თბილისში ოქტომბერში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც განიხილეს 2019 წლის ზაფხულში ვარშავაში გამართული პოლონეთის სეიმისა და სენატის აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსებთან, სამომავლო თანამშრომლობის განხილვისა და დაგეგმვის მიზნით. აგრეთვე, გაიზიარეს ინფორმაცია საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფორმატშიც შვედეთს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ ინიციატორს, შესთავაზეს რიკსდაგის აპარატის ხელმძღვანელობის დონეზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის წევრებთან თანამშრომლობის დაწყება. სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს ეცნობათ, რომ 2019 წლის 18 იანვარს ჩანიშნულია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში, სადაც ის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) გენერალურ მდივანსა და საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპის ცენტრის (ECPRD) ხელმძღვანელთან. შეხვედრების ერთ-ერთ საკითხს აღმოსავლეთ პარტნიორობის პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელთან ევროპის საბჭოს თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენს. ასევე, გივი მიქანაძემ კოლეგებს აუწყა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატში დაწყებულია საპროექტო წინადადების მომზადება TAIEX-ისთვის წარსადგენად, რომლის დაფინანსების შემთხვევაში 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება ორდღიანი სამუშაო შეხვედრა - „პარლამენტის აპარატის როლი პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის განხორციელებაში“.



შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მესამე შეხვედრა 2019 წლის მაისში უკრაინაში, ქალაქ ლვოვში გაიმართება და მისი მასპინძელი უკრაინის რადას აპარატი იქნება.



აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების მეორე შეხვედრა სომხეთის ეროვნული ასამბლეის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) დაფინანსებით ჩატარდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა