logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა
დავით ზალკალიანი: ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა
18:20 07.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ყველა ამ შეხვედრებზე საუბარის მთავარ თემას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუცია და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დადგენილი პრინციპები და ვალდებულებები.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ინტენსიური ორმხრივი შეხვედრები მინისტერიალის ფორმატში კოლეგა მინისტრებთან, ასევე ეუთოს გენერალურ დირექტორთან. გვქონდა შეხვედრა ვარშავის ეუთოს ოდირის დირექტორთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან . ყველა ამ ორმხრივ შეხვედრაზე ბუნებრივია გვქონდა საუბარი იმ გამოწვევებზე, კერძოდ უსაფრთხოების კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს ორგანიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაცია, რომელიც ვალდებულია, რომ სწრაფი რეაგირება მოახდინოს მსგავსი სახის გამოწვევებზე. შეიძლება ითქვას , რომ ყველა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა აღნიშნავს იმას, რომ აუცილებელია დადგეს დრო, რომ იმ ქვეყნებმა და კერძოდ აქ ყველას მხედველობაში ჰყავს რუსეთის ფედერაცია, რომელიც ფაქტიურად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და იმ ვალდებულებებს, რომელიც აღებული აქვს ამ ორგანიზაციის ფარგლებშიც, მათ შორის მრავალი ხელშეკრულებით, რომ დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი ამ შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი ყველა ორმხრივ შეხვედრაზე“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა

დავით ზალკალიანის განმარტებით, წელს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომაზე საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კომენტარში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერესია, საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ეუთოს დღის წესრიგში.

„ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემი შეხვედრა ეუთოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, კერძოს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ ლაიჩაკთან. სლოვაკეთი ხდება 2019 წლიდან ეუთოს თავმჯდომარე და ჩვენ ვისაუბრეთ პრიორიტეტებზე, რა უნდა იყოს პრიორიტეტი სლოვაკეთის თავმჯდომარეობისთვის და ბუნებრივია ჩვენი ინტერესია, რომ საქართველო, საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოდ ეუთოს დღის წესრიგში. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა გამოსვლების დროსაც. 30-ზე მეტმა დელეგაციამ, საკუთარ გამოსვლაში , სადაც საუბარი ჰქონდათ ეუთოს არეალში მიმდინარე პროცესებზე და პრობლემებზე, ახსენეს საქართველო, კერძოდ ახსენეს იმ უსაფრთხოების გამოწვევის კონტექსტში, კერძოდ ოკუპაციის ფონზე მიმდინარე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფონზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის და კერძოს ეუთოს დღის წესრიგში, საქართველოს თემატიკა ძალიან მკაფიოდ ჟღერს და ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა