logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
14:23 07.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტეფ ბლოქთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსეპქტივები განიხილეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა ნიდერლანდების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ინსტიტუციური განვითარების პროცესში ნიდერლანდების პრაქტიკული დახმარების მნიშვნელობა, მათ შორის, "მატრას პროგრამის" ფარგლებში, რაც ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.

მინისტრებმა, ასევე, კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის გააქტიურებული ხალხთაშორისი კონტაქტები, რაც გამოიხატა ჰოლანდიელი ვიზიტორების მხრიდან საქართველოსადმი მზარდ ინტერესში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჰოლანდიის მხრიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობებით საინტერესოა ნიდერლანდების ბიზნეს-წრეებისთვის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა