logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნიამ ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გახსნა 
ზაზა გაბუნიამ ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი გახსნა 
13:08 07.12.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, საქართველოს პარლამენტში ჩატარებული "სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" გენერალური ფორუმი გახსნა

"ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო პრემიერ მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, პარლამენტარებო, ქალბატონო მინისტრო, მოგესალმებით!

მივესალმები დედაქალაქის მერს, მთავრობის წარმომადგენლებს, პატივცემულ ელჩებს, სახელმწიფო რწმუნებულებს, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს!

დღეს, საქართველოს პარლამენტი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი მასპინძლობს „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმს, რომლის მთავარი თემა გახლავთ დეცენტრალიზაციის რეფორმა.
ფორუმი კი ეძღვნება საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის თავს და პოსტსაბჭოთა პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებიდან 20 წლის იუბილეს.

ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის დეკემბერში საქართველოში დასრულდა თვითმმართველობის არჩევნები, მაშინდელი ტერმინით, საერობო არჩევნების პირველი ეტაპი 12 მაზრაში,
რომლის საფუძველზე არჩეულ იქნნენ...

ეს არის განსაკუთრებულად აღსანიშნავი ფურცელი ჩვენი ისტორიისა, რადგან იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რაც მაშინდელ მსოფლიოში სუფევდა, იმ რთული ვითარების გათვალისწინებით, რაც საქართველოს საზღვრებთან და საკუთრივ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, საქართველო ერთგული იყო დემოკრატიული აზრის, ცივილიზებული სამყაროს ღირებულებების და უნივერსალური საკაცობრიო ფასეულობების. საქართველო მაშინაც ატარებდა დემოკრატიულ არჩევნებს ანუ ფლობდა სრულფასოვანი და შემდგარი საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ძლიერ ნიშნებს.

ჩვენ 100 წლის წინ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა და აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აქტი, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად ეფუძნებოდა დემოკრატიისადმი სრულ მზადყოფნას და საჭირო რეფორმების გატარების იდეას.
იმის გააზრებას, რომ საქართველოს და მის ხალხს შეეძლო იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც სჭირდებოდა და სჭირდება სახელმწიფოს არსებობისთვის.

ვეცნობით რა იმ ეპოქის აზრს დეცენტრალიზაციის, რეგიონების განვითარების და თვითმმართველობის შესახებ, ჩვენ გვეუფლება სიამაყე, რომელიც გამოწვეულია იმ დიდი ისტორიის, აზრის სიღრმის და პროგრესულობის გააზრებით, რაც არსებობდა მაშინ და რისი განხორციელების პერსპექტივასაც სამწუხაროდ მთლიანად მოუღო ბოლო ბოლშევიკურმა აგრესიამ.

დღეს კი, ჩვენ კვლავ ვიკრიბებით დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის შენობაში და ჩვენს წინაშე კვლავ დგას რეფორმების უწყვეტად და თანმიმდევრულად განხორციელების აუცილებლობა.

მიმდინარე წელს ჩვენ დავაფუძნეთ "სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" მუდმივმოქმედი ფორუმი, როგორც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაძლიერების მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი.

დიალოგი და ინტენსიურობა, არის სწორედ ის ცნებები, რომლის დეფიციტი და უკმარისობა იგრძნობოდა და ვფიქრობ ფორუმმა, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, ხელი შეუწყო ინსტიტუციური დიალოგის და თანამშრომლობის გაძლიერებას.

ფორუმი მნიშვნელოვანია, რადგან მის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარები, მინისტრები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, გუბერნატორები, ექსპერტები ერთ სივრცეში ვმსჯელობთ საქართველოს რეგიონების და მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე

დღემდე ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი, დაკავშირებული ინტერმუნიციპალურ კავშირებთან, უფლებამოსილებების სტანდარტებთან, ფისკალურ თემატიკასთან და სხვა

დღევანდელ დღეს კი, გენერალურ ფორუმზე ჩვენ დროს მთლიანად დავუთმობთ დეცენტრალიზაციის რეფორმას და მასთან დაკავშირებულ მთავარ საკითხებს."

ფორუმი საქართველოს პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება და მასში მონაწილეობას სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ ელჩები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა