logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმს დაესწრო
კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმს დაესწრო
13:03 07.12.2018
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმს დაესწრო. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით მიმდინარე ფორუმი საქართველოში საერობო (თვითმმართველობის) არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისის მერმა საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თვითმმართველობის როლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. კახა კალაძემ ყურადღება ქვეყანაში 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმაზე გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივ ხელისუფლებებს გაცილებით მეტი ძალაუფლება და ფინანსური რესურსი მიენიჭა.

„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და პრიორიტეტი დეცენტრალიზაციის, მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის პოლიტიკაა, რაზეც ჩვენ მიერ უკვე გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ცხადად მეტყველებს. მათ შორის, აღსანიშნავია, 2014 წლიდან დაწყებული თვითმმართველობის რეფორმა. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა მუნიციპალიტეტში მერს პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერის გადალახვით ირჩევენ, რაც არჩეული პირის ლეგიტიმაციას კიდევ უფრო ზრდის და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს სწორედ იქ მცხოვრები მოქალაქეები და ქალაქის ცხოვრებაში მათი ჩართულობა განაპირობებს. თბილისელები ყველაზე კარგად გრძნობენ დედაქალაქის გულისცემას, სწორედ ისინი განსაზღვრავენ, თუ რა საჭიროებები და პრიორიტეტები დგას ქალაქის, მათი რაიონის, უბნისა თუ სამეზობლოს წინაშე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ქალაქის მართვაში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად, დედაქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით მკვეთრად გაიზარდა მოქალაქეების ცნობიერება და დღეს ისინი საკუთარ პასუხისმგებლობას აქტიურად იზიარებენ. მივესალმები მოსახლეობის ჩართულობას იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, რომელიც გვაქვს დაგეგმილი. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, შემხვედრ ნაბიჯებს ვდგამთ. ჩემი მერობის პირველივე დღეებიდან, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ვცდილობ, რომ მართვის პროცესში ადგილობრივების აქტიურ ჩართულობას მაქსიმალურად შევუწყო ხელი. დარწმუნებული ვარ, ამას მოსახლეობაც ნათლად ხედავს, თუმცა მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. მწამს, რომ ეფექტიანი, ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი საქართველოს საწინდარია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, 2018 წელს დაარსდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 12 რეგიონის გუბერნატორსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მიმართეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა