logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქალები და მამაკაცები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც იყვნენ თანასწორნი
სოფო კილაძე: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქალები და მამაკაცები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც იყვნენ თანასწორნი
20:48 05.12.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მონაწილეობა მიიღო თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გამართულ სამუშაო შეხვედრაში - „ქალი ლიდერები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში“ და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.



ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე განსახილველი საკითხები ძირითადად ეხება ქალთა გაძლიერებასა და ქალთა უფლებების დაცვას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში.



სოფო კილაძის გამოსვლა შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის საკითხებს დაეთმო.



ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის კუთხით არის სერიოზული გამოწვევები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება ქალისა და მამაკაცის განსხვავებულ ანაზღაურებას ერთი და იმავე სამუშაოსათვის, ხელფასის დიფერენცირება ხდება ერთი და იმავე თანამდებობებზეც. გამოწვევებია სექსუალური შევიწროვების კუთხითაც, რის შესახებაც უკვე მუშაობენ პარლამენტში, რომ შესაბამისი კანონი მიიღონ.



სოფო კილაძის განცხადებით, გამოწვევებია ქალთა დაწინაურების შემთხვევაშიც. მისივე თქმით, ამას აქვს თავისი გამომწვევი მიზეზები და კანონმდებლები ცდილობენ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით დისკრიმინაციის ამ ფორმას შეებრძოლონ. მან ასევე ისაუბრა იმ მიღწევებზეც, რომლებიც ამ კუთხით საქართველოში გვაქვს.



კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა აუდიტორიის კითხვებსაც, რომლებიც ეხებოდა ქართული სახელმწიფოს როლს პრევენციაში და შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებს.



„თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ ევროკავშირის და ნატოს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ ერთ-ერთი მთავარი უფლება - თანასწორობა გენდერული მიმართულებით უზრუნველვყოთ და უფრო მეტი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქალები და მამაკაცები როგორც სხვადასხვა სექტორში, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში იყვნენ თანასწორნი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა