logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს
ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს
20:47 05.12.2018
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე 123 სახელმწიფოს წარმომადგენლის მხარდაჭერით აირჩიეს. მოცემულ პიზიციაზე არჩეული პირის მანდატი ორწლიანია, ხოლო დირექტორატი 5 წევრისაგან შედგება.

გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს. მან ამ პოზიციაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი შეცვალა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის დაზარალებულთა ფონდში არჩევა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, ფონდის ყურადღება მიმართოს არაერთი ქვეყნისა და, მათ შორის, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე − დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის საკითხებზე. იმ რეალობაში, როდესაც ჰააგის სასამართლოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებების აღდგენა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

გოჩა ლორთქიფანიძე 1998 წელს რომის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მანდატის ძირითადი ავტორია, მონაწილეობდა რომის კონფერენციაში და იყო ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელი ტექსტის - რომის სტატუტის პროექტის გარშემო მოლაპარაკებების პროცესში „თანამოაზრე სახელმწიფოთა ჯგუფში“ საქართველოს გაწევრიანების ინიციატორი. 1999-2002 წლებში, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს წარმოადგენდა ჰააგის სასამართლოს დამფუძნებელ კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა სასამართლოს რეგლამენტი და მტკიცებულების ადმინისტრირების წესი, დანაშაულების ელემენტების დოკუმენტი, შეთანხმება სასამართლოსა და გაერთიანებულ ერებს შორის ურთიერთობების შესახებ, შეთანხმება სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ.

დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის არჩევნები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიის ფარგლებში 2018 წლის 5 დეკემბერს ჰააგაში გაიმართა. ასამბლეა ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრაა, სადაც მონაწილე 123 სახელმწიფოს დელეგაციის მიერ მთავარი სტრატეგიული საკითხები განიხილება. წლევანდელ რიგით მე-17 სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლაცაა დაგეგმილი. გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენების ძირითადი თემა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების - ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების დროულად გამოძიების აუცილებლობა იქნება.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა