საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ეუთოს დემოკრატიული
ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHIR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გერტ- ჰაინრიხ არენსს შეხვდა.
ელჩმა, შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და არჩევნების შემდგომ ვითარებასთან და გარემოსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

















