პაატა დავითაიას თქმით, ქვეყანაში სოციალური პრობლემებია მოსაგვარებელი. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დავითაიას თქმით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველომ 29-ე ადგილიდან 34-ე ადგილზე გადაინაცვლა. მისივე განცხადებით, ქყევანაში სიღარიბის მაჩვენებელი 17%-მდე არ შემცირებულა. სიღარიბის ზღვარზე სინამდვილეში მოსახლეობის 50 % იმყოფება" - მიმართა მან პრეზიდენტს.
გარდა ამისა, პაატა დავითაია რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმა.

















