„აშშ და ნატო-ს მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და
ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერენ მხარს. ჩვენ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას ვაფასებთ და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოსა და უკრაინას აქვთ,“-ამის შესახებ, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა.
აღსანიშავია, რომ 4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
მოკავშირეებთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული.

















