logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობენ
დავით ზალკალიანი: ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობენ
10:16 05.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე საქართველოსთან და უკრაინასთან განხილული იქნა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველო და უკრაინა რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში განიხილებიან.

მინისტრის განცხადებით ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული ყველა იმ საკითხსა და მიმართულებაზე რაც აქტუალურია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ მხრივ პარტნიორების მხრიდან გაკეთდა მხარდამჭერი განცხადებები.

„პარტნიორების მხრიდან აღიარებულია, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ ხელშესახები პროგრესი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის განხორციელების კუთხით, რომელიც ემსახურება საბოლოო მიზანს - ნატოში გაწევრიანებას და აუცილებელია, რომ იყოს მიღებული შემდგომი გადაწყვეტილებები ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა და არის საგრძნობი პოზიტიური დინამიკა ქვეყნების მხარდაჭერაში ამ მიმართულებით. ნატოელი მეკავშირეები აღიარებენ იმ პროგრესს, რაც საქართველოს აქვს ინტეგრაციის გზაზე და ასევე არის მსჯელობა იმაზე, რომ აუცილებელია დაიწყოს შემდგომი დისკუსიები, იმ ნაბიჯებთან მიმართებაში, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. ძალიან ბევრი მკაფიო მხარდამჭერი განცხადება მოვისმინე დღეს და ეს არის ძალიან დამაიმედებელი და ძალიან პოზიტიური დინამიკა ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით დღევანდელ შეხვედრაზე „არ ყოფილა არცერთი კრიტიკული შენიშვნა. იყო მხოლოდ და მხოლოდ საუბარი პოზიტივზე. კერძოდ იმ რეფორმების განხორციელების კუთხით და იმ საგრძნობი პროგრესის თვალსაზრისით, რომელიც ქვეყანას აქვს თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით“.

მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოკავშირეებმა საქართველოს მიულოცეს საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება და გამოითქვა მზაობა, რომ პარტნიორები გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტთან და საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალური არის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, მინისტრმა პარტნიორებს ინფორმაცია მიაწოდა ადგილზე შექმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

მინისტრის განცხადებით შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში თანამშრომლობის თვალსაზრისით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა ის პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტები რაც გამოიკვეთა ბრიუსელის სამიტის ფარგლებში. „ამ მიმართულებით თანამშრომლობა, სამიტზე დასახული გეგმების განხორციელების თვალსაზრისით უკვე დაწყებულია. დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან ნატო გააგრძელებს მომავალ თანამშრომლობას“ - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 4 დეკემბერს გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და ნატოსთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა