logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბრიუსელში საქართველოსთან და უკრაინასთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ბრიუსელში საქართველოსთან და უკრაინასთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა
10:08 05.12.2018
ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად დადებითად შეფასდა საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გასაწევრიანებლად.

სხდომაზე, ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიხატეს სრული მზაობა საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისაკენ.

აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება 2019 წლის მარტში საქართველოში დაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას. შეხვედრაზე მხარების მიერ აღინიშნა, რომ რუსეთის აგრესიულმა ქმედებებმა აზოვსა და შავ ზღვებში კიდევ ერთხელ წარმოაჩინა რეგიონში არსებული უსაფრთხოების მყიფე გარემო. ამ კონტექსტში აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებული დესტრუქციული ქმედებები; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.

ალიანსის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და ალიანსს შორის ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკული თანამშრომლობა, რაც აისახა ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში და გულისხმობს მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას, ერთობლივ სწავლებებს საქართველოსა და ნატოს მუდმივმოქმედ საზღვაო ძალების მონაწილეობით და სხვა. საქართველომ გამოხატა მზადყოფნა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოს ღონისძიებებში.

საგარეო უწყების ინფორმაციითვე, ალიანსის წევრებმა მადლიერებით აღნიშნეს, რომ საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალ წევრს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში; საქართველო წარმოადგენს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორს ნატოს არაწევრ სახელმწიფოთაშორის და პირველ ადგილზეა აღნიშნული მაჩვენებლის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით.

მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და აღნიშნეს ჩვენი ქვეყნის პოზიტიური როლი რეგიონში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა