logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათის მიმღებ პირთა წრის გაფართოებას დაუჭირა მხარი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათის მიმღებ პირთა წრის გაფართოებას დაუჭირა მხარი
10:03 05.12.2018
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს.

მათ შორისაა კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სოციალური შეღავათის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა პირზე გავრცელებას ითვალისწინებს.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტის წევრების: გია ჟორჟოლიანის, ბექა ნაცვლიშვილის, კობა ნარჩემაშვილის, მირიან წიკლაურის, გედევან ფოფხაძის, ერეკლე ტრიპოლსკის, რუსლან პოღოსიანის, ირაკლი აბუსერიძისა და ზაზა პაპუაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

სხდომაზე საკითხი გია ჟორჟოლიანმა გამოიტანა და იმ მიზეზებსა და მიზნებზე ისაუბრა, რამაც გამოიწვია კანონპროექტის შემუშავება.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ამ ხელისუფლების პირობებში მიღებულმა კანონმა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ უკვე უდავოდ დიდი როლი შეასრულა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრებაში.

კანონმა უზრუნველყო ბევრ მთიან დასახლებაში მოსახლეობის შენარჩუნება, მოსახლეობისათვის აუცილებელი მომსახურების და, ზოგადად, ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესება, ეს კი, გია ჟორჟოლიანის თქმით, მომავალში კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მოგვცემს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია, მოქმედი კანონის არსებული რედაქციის დახვეწა, რაც უკეთ მოემსახურება კანონით გათვალისწინებულ მიზანს - მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, აგრეთვე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ამგვარად, კანონპროექტის თანახმად, სოციალური შეღავათით უკვე მოსარგებლე პირთა წრეს დაემატება შემდეგი კატეგორია: მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განათლების განმახორციელებელ დაწესებულებებში დასაქმებული პირები, რომლებთანაც გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება.

აკაკი ზოიძის განცხადებით, ინიციატივა აუცილებლად მხარდაჭერას იმსახურებს და კომიტეტი მას მხარს უჭერს. პარლამენტი კი, საბოლოო გადაწყვეტილებას ბიუჯეტთან მიმართებაში მთავრობის პოზიციის მიხედვით მიიღებს.

კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა კანონპროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ . ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა აკაკი ზოიძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, თავის დროზე პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 95%-იანი მხარდაჭერა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, კანონის მოქმედების პერიოდში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა და აუცილებელი გახდა ცვლილებების შემუშავება კანონის აღსრულების გამარტივების მიზნით, ზოგიერთი მატერიალური ნორმის დაზუსტება და კანონის შემდგომი, ეფექტიანი დანერგვისათვის სამართლებრივი მექანიზმის დახვეწა.

კომიტეტმა კანონპროექტებს წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა საკითხის განხილვის პარალელურად, იმსჯელა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესის ასოციაციის, სავაჭრო-კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანების, ბაზრობის ტერიტორიაზე სიგარეტის რეალიზატორთა და სხვათა საკანონმდებლო წინადადებებზე, რომლებიც ფაქტობრივად კანონის მოთხოვნების შემსუბუქებას ითხოვდა და მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტმა პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა კანონპროექტები: „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გამოიტანა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის მიღების მიზეზებსა და მიზნებზე ესაუბრა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, კანონპროექტის შემუშავების ძირითად მიზეზს კანონში არსებული რიგი კოლიზიური ნორმების შესწორება და კანონის საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ასევე: სახელმწიფო დაცვის სპეცილაური სამსახურის ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური განაწილება; სამსახურში მიღების, სამსახურის გავლისა და სამსახურიდან დათხოვნის ზოგიერთი საკითხის მეტი მოწესრიგება; სამსახურის თანამშრომლის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ შესაბამისი თანამდებობის პირთათვის შეტყობინების გაგზავნის ქმედითი სისტემის შექმნა; დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დაწესება; უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა დაცვის ღონისძიებათა ორგანიზების უზრუნველყოფა და სამსახურის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა. კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტები აკაკი ზოიძემ წარადგინა აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს მოქმედ კანონმდებლობაში ზოგიერთი მოძველებული დეფინიციის არსებობა, რაც მოითხოვს პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის სფეროში არსებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას, რათა მოხდეს პაციენტებისათვის სრულფასოვანი პალიატიური და ჰოსპისური მზრუნველობის უზრუნველყოფა.

ხდება პალიატიური მზრუნველობის სფეროში არსებული განმარტებების დახვეწა, ჰოსპისური მზრუნველობის ცნების დამატება და ახლებურად განმარტებული ტერმინების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა