logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
დავით ზალკალიანი რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
09:59 05.12.2018
„რუმინეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან მოკავშირედ და აფასებს იმ რეფორმებსა და პროგრესს რასაც ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.“- ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ ქართველ კოლეგასთან შევხედრის დროს განაცხადა.

დავით ზალკალიანისა და რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და რუმინეთის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. რუმინეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო მიღწეული პროგრესით და ტრანსატლანიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციით იმსახურებს გაწევრიანების მიზნის მიღწევას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე საქართველოსა და რუმინეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ მხრივ არსებულ პოტენციალს.

დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის მომავალ თავმჯდომარეობას და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის 10 წლის საიუბილეო თარიღს და მისი სათანადოდ აღნიშვნის მნიშვნელობას.

თავის მხრივ თეოდორ მელეშკანუმ აღნიშნა, რომ რუმინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა.
ორმხრივ ურთიერთობაზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ რუმინეთისა და საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნებში. განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის ჩართულობაშავი ზღვა -კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში.

მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს მომავალში აქტიურად გააგრძელონ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, ხელი შეუწყონ ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებას, რაზეც თავის მხრივ დადებით გავლენას ახდენს თბილისსა და ბუქარესტს შორის პირდაპირი ფრენების ამოქმედება. ამ მხრივ აღინიშნა საქართველოში რუმინელი ტურისტების ზრდის ტენდენცია.

თეოდორ მელეშკანომ დავით ზალკალიანს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა