logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ
17:09 04.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პავლო კლიმკინთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველო-უკრაინის პარტნიორულ ურთიერთობებს ხაზი გაუსვეს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო. კიდევ ერთხელ იქნა დაგმობილი აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენები, რაც მხარეების შეფასებით, რუსეთის ფედერაციის აგრესიის მორიგი გამოხატულება და საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების, მათ შორის საზღვაო სამართლის უხეში დარღვევა გახლავთ. მინისტრებმა საქართველოსა და უკრინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორივე მხარის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ნატოსთან თანამშრომლობას. აღინიშნა ამ მიმართულებით ალიანსისა და საქართველოს შორის უკვე არსებული პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებები, რაც ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაშიც აისახა.

“ვისაუბრეთ იმ მძიმე სიტუაციაზე, რომელიც აზოვის ზღვის პრობლემასთან დაკავშირებითაა შექმნილი. უკრაინის პოზიცია მოვისმინე, ასევე ის დამოკიდებულება და ინიციატივები, რომელსაც ისინი მინისტერიალზე გააჟღერებენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით თანმიმდევრულია, ჩვენ მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ის რაც ხდება აზოვის ზღვაში საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას წარმოადგენს და რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხზე მყისიერი რეაგირება აუცილებელია,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის კომენტირებისას.

საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს შეეხო. მინისტრები მიესალმნენ და გამოთქვეს მზადყოფნა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებაზე აქტიურად ითანამშრომლონ. ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე გამახვილდა.

უკრაინის საგრეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგას ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც 4-5 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინასთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა