logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნები საქართველოშიც სრულად ამოქმედდება
„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის მოთხოვნები საქართველოშიც სრულად ამოქმედდება
19:40 03.12.2018
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს.



საკითხი ზოგადი პრინციპების დონეზე პარლამენტის წევრმა ზაზა ხუციშვილმა წარადგინა და ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა.



მომხსენებლის განაცხადებით, წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღების მიზანია, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდეს ჩანაწერი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემის წესთან დაკავშირებით.



როგორც მან აღნიშნა, ზემოაღნიშნული კონვენციის მე-3, მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება შესაძლებელია განხორციელდეს ასეთ გადაადგილებამდე წინასწარ გაცემული ნებართვის ან სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, თუმცა არსებობს გამონაკლისები, ამიტომ დაშვებულია ნებართვის გარეშე განხორციელებულ ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე იგივე ტიპის ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემა.



ეს საკითხი, ანუ ნებართვის რეტროსპექტიულად (ანუ ტრანსსასაზღვრო გადაადგილების განხორციელების შემდეგ ნებართვის გაცემა) გაცემის შესაძლებლობა, დღემდე ეროვნულ კანონმდებლობაში არ იყო ასახული, თუმცა, კონვენციაზე დაყრდნობით, შესაბამის შემთხვევებში (კონვენციით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში) ხდებოდა ასეთი ნებართვების გაცემა.



ამგვარად, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 266მუხლი, რომლის თანახმადაც „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისი სახით, შესაძლებელია ამ ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემა.



კომიტეტმა წარმოდგენილი კანონის პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას ერთხმად დაუჭირა მხარი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა