პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროკავშირის ელჩთან,
კარლ ჰარცელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობების დღის წესრიგი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით მხარდაჭერის საკითხები განიხილა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მომავალ დღის წესრიგსა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
„ევროკავშირის ელჩს გავაცანი კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ვისაუბრეთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიც არის სტრატეგიულია კომუნიკაცია, მისი მნიშვნელობა და როლი პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებასთან ურთიერობების დროს“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

















