logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილად ვაქციოთ
მარიამ ჯაში: ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილად ვაქციოთ
17:46 03.12.2018
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის (QA) ექსპერტთა ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრის თბილისში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ბოლონიის იმპლემენტაციის საკოორდინაციო ჯგუფმა (BICG) მიიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველო ბელგიასა და კვიპროსთან ერთად აღნიშნული ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ამ ჯგუფში ევროპის 45 ქვეყანასთან ერთად, გაერთიანებული არიან ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში დაინტერესებული ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: ევროკომისია, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ასოციაცია (EURASHE), ევროპის სტუდენტთა გაერთიანება (ESU) და სხვა.

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრის მიზანია ბოლონიის პროცესის დანერგვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებისათვის საექსპერტო დახმარების გაწევა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ბოლონიის პროცესის, ასევე ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, 2015 წლის ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტები, ე.წ. ESG-ის სტანდარტები, უკვე ინერგება საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო აირჩიეს ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრის მასპინძელ ქვეყანად. როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, როგორც ევროპის რეგიონის, ასევე კონკრეტული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების კუთხით, თუ რა ეტაპზეა ბოლონიის პროცესის და ESG-ის სტანდარტების იმპლემენტაცია და რა დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება კონკრეტულ ქვეყნებს ტექნიკური ექსპერტიზის თვალსაზრისით. „პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით, აღვუთქვი მხარდაჭერა, რომ კონკრეტული რეკომენდაციების დასანერგად ვიმუშავებთ ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემოს შექმნაზე. ჩვენ ასევე, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის იმ პროცესში, რომელმაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილად უნდა აქციოს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებები და ექსპერტთა ჯგუფების სტრუქტურის შექმნა, ბოლონიის იმპლემენტაციის 2018 წლის ანგარიშის და ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორების მიმოხილვა, სამოქმედო გეგმების შედგენა წევრი ქვეყნებისათვის, ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო გეგმის შედგენა და სხვ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრი ქვეყნების და დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა