საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში გურიაში მოსახლეობას ხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის
უფროსის მოადგილემ ირმა ნადირაშვილმა განუცხადა, შეხვედრა ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მიმდინარეობს.
პრეზიდენტთან ერთად შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

















