საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა
რწმუნებათა სიგელების ასლი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, იური შტერკს გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები მომოიხილეს და საქართველოს წარმატებებზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ყურადღება გაამახვილეს. ასევე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე და სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალზე, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო კულტურის, განათლების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას.
საქართველოს ელჩმა ბულგარეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გდაუხადა.

















