logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული გახდება
პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული გახდება
12:25 03.12.2018
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“ - საქართველოს პარლამენტში აღნიშნული პროექტი წარმატებით ხორციელდება, რაც მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის თბილისის შენობაში გადაადგილებას გაუადვილებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადაპტირების გეგმის ფარგლებში დამონტაჟდა ელექტრო ამწე პლატფორმები, გაიხსნა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის შეძენილია საევაკუაციო ეტლები და გადასაადგილებელი ელექტრო ეტლები, მიმდინარეობს ტაქტიკური ბილიკებისა და საფეხურების ანტისლიპებით მოწყობა. ამავე გეგმის მიხედვით, ადაპტირებული იქნება პარლამენტის საშვთა ბიურო და ასევე, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მოეწყობა ოთახი, სადაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მათ კომპიუტერთან წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებელი ნებისმიერ გარეშე პირს შეეძლება. მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მიმდინარეობს მუშაობა ნავიგაციის სისტემის შექმნაზე.

ადაპტირების გეგმა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულება, თუმცა აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ამ მიმართულებით ინოვაციური პროექტები საქართველოს პარლამენტში მუდმივად დაინერგება.

„ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“ - გეგმის განხორციელება ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ახალ ნორმას, რომლის მიხედვით სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას იღებს.

ხელმისაწვდომი პარლამენტი 2015 წელს მიღებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპებს ეყრდნობა.

პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი“-სთან ერთად. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა