logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკა ბესელია: არავის მივცემთ უფლებას, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
ეკა ბესელია: არავის მივცემთ უფლებას, რომ არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
18:30 02.12.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს მიმართავს.

„ბატონ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, ვის პრეზიდენტობასაც აპირებდა, იმ ხალხს, როდესაც კრიმინალებს და ქურდებს უწოდებ, იმ ხალხს და ეს არის მილიონნახევარზე მეტი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ არასოდეს „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდება და ეს უკვე 2012 წლის შემდეგ მეექვსედ გააკეთა, ამ ხალხს პატივი სცეს. მე მას მივმართავ, რომ გონს მოეგოს და საკუთარ გამონათქვამებში, გარდა იმისა, რომ გასამართია ქართულ ენაზე და უფრო უკეთესად უნდა მეტყველებდეს, ვიდრე სხვას დაუწუნებს ენას, თვითონ გამართოს ლექსიკა გრამატიკულადაც, შინაარსობრივადაც და კრიმინალებად, ქურდებად და კიდევ სხვა ეპითეტებით როდესაც მოიხსენიებს იმ ამომრჩეველს, რომლის პრეზიდენტობასაც აპირებდა, კეთილი ინებოს და მათ პატივი სცეს“-აცხადებს ბესელია.

რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, ეკა ბესელიას თქმით, საქართველოს მოსახლეობა დიდი ხანია უკვე არ დადის „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილებზე და ამსტერდამიდან დადგენილ გრაფიკზე ან სცენარზე.

„ქართველმა ხალხმა უმრავლესობით კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას არ უნდა მოძალადე რეჟიმი, კრიმინალური, ძალადობრივი, სასტიკი მეთოდებით ქვეყნის მართვა. ხალხმა ეს კიდევ ერთხელ გამოხატა ამ არჩევნების დროს. ასე, რომ კეთილი ინებონ, გააცნობიერონ ეს რეალობა და ამ გაცნობიერებიდან გამომდინარე, დასკვნები გააკეთონ, დამშვიდდნენ და დაწყნარდნენ.

ჩვენ კი დიალოგი გვექნება ხალხთან, მოსახლეობასთან ყველა საკითხზე, ყველა წუხილზე და პრობლემაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ“-აცხადებს ბესელია და გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ გრიგოლ ვაშაძესთან რაიმე სახის დიალოგი აწარმოოს.

„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყობა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი და რუსეთის ინტერესების პირველი გამტარებელი, რა დიალოგი შეიძლება ასეთ ადამიანებთან ვაწარმოოთ. დიალოგი გვექნება მოსახლეობასთან მუდმივ რეჟიმში და იმ საკითხებზე, რომლის გამოც მეორე ტურში ფეხზე დადგა მთელი ქვეყანა და მართლაც გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთხელ, ქვეყნის მომავლისთვის მიეცათ ხმა.

დღეს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები, დასავლელი ლიდერები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და პრაქტიკულად ყველა ლიდერი აღიარებს ამ არჩევნების დემოკრატიულობას და ულოცავს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ამ ფონზე, რასაც ახლა ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ძალიან კომიკურია.

რაც შეეხება კიდევ ერთხელ პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვას. მუდმივად ხდებოდა ხაზგასმა და ხშირად იმეორებდნენ დღესაც სხვათა შორის და ეს უფრო მგონია, რომ ფსიქოლოგიურად ცოტა სხვა განზრახვას ააშკარავებდა, კონსტიტუციურ ფარგლებში - დიახ, კონსტიტუციის ფარგლებში აზრის გამოხატვა, პროტესტის და საკუთარი მოსაზრების გამოხატვა იქნება ხელშეუხებელი, გარანტირებული კონსტიტუციური უფლება, მაგრამ მხოლოდ კანონის ფარგლებში. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია, ან ქაოსი გამოიწვიოს. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი განვითარება და აღარ სჭირდება წარსულში დაბრუნება. ეს უნდა გაიგოს წარსულის ძალამ. არ სჭირდებათ წარსულში დაბრუნება ჩვენს მოქალაქეებს“-განაცხადა ბესელიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა