საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იოჰანეს დოუმა მიიღო .
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ნიდერლანდების ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური დღის წესრიგი. ამ კონტექსტში, ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ შეხვედრას ნიდერლანდელ კოლეგასთან, რომელიც მომავალ კვირას მილანში, ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს ფარგლებშია დაგეგმილი.
შეხვედრაზე საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მისი შედეგები.

















