logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„მე ვიცავ თავისუფლებას“ NDI-ს პასუხობს
„მე ვიცავ თავისუფლებას“ NDI-ს პასუხობს
17:32 30.11.2018
მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ NDI-ს პასუხობს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ NDI-ის განცხადებას რომ „აქციები სლოგანით “მე ვიცავ თავისუფლებას“, უცნობი ჯგუფების ორგანიზებული იყო“. ვინაიდან და რადგანაც თქვენთვის ჩვენ უცნობი ადამიანები ვართ გვინდა თავი წარმოგიდგინოთ:
ჩვენ თქვენთვის უცნობი ადამიანები წარმოვადგენთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ამ ქვეყნის მოქალაქეთა გაერთიანებას იმ ასი ათასობით ადამიანს, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი სახელმწიფოს მომავალი და რომლებიც ყოველთვის ვიბრძოლებთ საქართველოს ინტერესების და თავისუფლების დასაცავად.

აქვე გვინდა გაგაცნოთ ამ მოძრაობის რამდენიმე წევრი და მოგმართავთ თქვენ, NDI-ის წარმომადგენლებს, რომ იქნებ თქვენც მსგავსად წარმოგვიდგინოთ თავი. მაშ ასე, უცნობი ქართველები ველით NDI-ის ცნობილი წარმომადგენლების გაცნობას.
1. დათო მაღრაძე - საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი, მრავალი საერთაშორისო ლიტ. პრემიის ლაურეატი მათ შორის: ნობელიანტი მწერლის სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (2017წ) ასევე, თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აკადემიის მიერ ჯაკომო ლეოპარდის პირველი პრემიისა და ოქროს მედლის ლაურეატი (2016წ). შვეიცარიის სალიტერატურო საერთაშორისო კონკურსზე მთავრი პრიზის რომის პაპის მედლის მფლობელი (2008წ). იტალიის მთავარი სახელმწიფო ჯილდოს ოქროს ვარსკვლავის ორდენის (ორდენს თან ერთვის იტალიის პრეზიდენტის ხელმოწერა) კავალერი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილია ნობელის პრემიაზე 2019 წლისთვის.

2. გოგა ხაინდრავა - ცნობილი კინო რეჟისორი. საფრანგეთის პრეზიდენტის ჟაკ შირაკის ხელმოწერით გადაეცა საფრანგეთის ღირსების ორდენი და შევალიეს წოდება.

3. ზაზა შათირიშვილი - ფილოსოფოსი, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი. 2008-2009 ფულ ბრაიტის სტიპენდიის მფლობელი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიწვეული მეცნიერი.

4. ირაკლი ბათიაშვილი - ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ფილოსოფოსი-IB -ევრო-კავკასიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი (2004). მრავალი სამეცნიერო სტატიისა და წიგნის -"დანაღმული ველი"-ს ავტორი.

5. ირმა ნიორაძე - მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი.

6. ვანო კიღურაძე: ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი-აკადემიკოსი. გამოქვეყნებული აქვს 166 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, მონოგრაფიები, მიმოხილვები, სამეცნიერო სტატიები.

7. თემო ნანეიშვილი-მეცნიერებათა აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი. 5 მონოგრაფიის, მათ შორის 2 სასწავლო სახელმძღვანელოს და 130 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

8. კოტე ჯანდიერი: მწერალი, სამეცნიერო სტატიების, კინოსცენარებისა და მხატვრული ნაწარმოებების ავტორი.

9. ნიკოლოზ შენგელაია: მხატვარი არტურ რემბოს გამოფენაზე დაწესებული ჯილდოს: რემბოს პრიზის ლაურეატი.

10. თამაზ ჯოლოგუა- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მრავალი მონოგრაფიისა, სამეცნიერო სტატიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი.

11. რობერტ სტურუა- ქართული თეატრის რეჟისორი. მსოფლიოს ყველა პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს ლაურეატი. მისი სპექტაკლები „კავკასიური ცარცის წრე“ და “რიჩარდ III” შეტანილია მსოფლიო საუკეთესო სპექტაკლების ასეულში - ოქროს ფონდში. ხოლო მისი „ჰამლეტი“, რომელიც - რივერსაიდის სტუდიოში განხორციელდა და რომელშიც ალან რიკმანმა მიიღო მონაწილეობა, ბოლო 50 წელიწადის საუკეთესო სპექტაკლების ხუთეულში შევიდა.

12. გიორგი კანდელაკი - მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში (ბუდაპეშტი, 1997). პროფესიონალი მოკრივეა 1997 წლიდან. ჩაატარა 24 შეხვედრა, მოიგო 24 შეხვედრა, მათ შორის 18 ნოკაუტით. მსოფლიოს ჩემპიონი WBU ვერსიით.

13. გიორგი აბდალაძე: ფოტოგრაფი, პოლიტპატიმარი ნაციონალური მოძრაობის დროს“-ნათქვამია მოძრაობის საპასუხო განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა