მიმდინარე წლის 6-7 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ქალაქ
მილანს ეწვევა, სადაც ეუთო-ს 25-ე საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. პლენარული სესიის ფარგლებში დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა.
საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სუამის მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, სუამი-კანადის შეხვედრა გაიმართება.
დავით ზალკალიანი, ასევე, ეუთო-ს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს, ODIHR-ის დირექტორს-დინგიბიორგ გისლადოტირის და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს რუდოლფ მიხალკას, ჯიჰან სულთანოღლუს და ტოივო კლაარს შეხვდება.

















