საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიაში, ზაზა კანდელაკმა იორდანიის
ჰაშიმიტური სამეფოს მეფე, აბდულა მეორეს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩის და იორდანიის მეფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. მხარეებმა, ასევე, კულტურულ-ჰუმანიტარული განზომილებების შემდგომი განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
შეხვედრის დასასრულს, იორდანიის მეფემ საქართველოს ელჩს წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა. თავის მხრივ, ზაზა კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

















