logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა
კახა კალაძემ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა
13:19 30.11.2018
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ გახსნა, რომელიც თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს იმართება.

ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები ცხრა ქვეყნიდან სტუმრობენ.

თბილისის მერმა ფორუმის ორგანიზატორებს, მომხსენებლებსა და სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.

„ღონისძიება ღამის მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ურბანული დაგეგმარებისა და მართვის სწორი ფორმის შემუშავებას ისახავს მიზნად, რაშიც შესაბამისი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ფორუმის მთავარი მიზანი ღამის ეკონომიკის კონცეფციის განსაზღვრა, ქალაქში აუთვისებელი სივრცეების გააქტიურების გზების მოძიება, ადგილობრივი კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ვიზიტორების ჩართვა და ღამის თბილისის იმიჯის გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა შორის, წარმატებული მაგალითების განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენა, ინფრასტრუქტურისა და ღამის ტრანსპორტის განვითარება განიხილება. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით, თუმცა ეს საკმარისი არ არის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“, როგორც ადგილობრივი ექსპერტებისთვის, ასევე, უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო და პროდუქტიული ღონისძიება იქნება.

„საქართველო პატარა ქვეყანაა. ქართველები ცოტანი ვართ, თუმცა სტუმართმოყვარე ხალხი ვართ, დიდი გული და მრავალფეროვანი სამზარეულო გვაქვს, რომლითაც, ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩებით. ჩვენს დედაქალაქში შეგიძლიათ, ნახოთ ძველი თბილისი, ასევე, თუ როგორ ერწყმის ძველი და ახალი ერთმანეთს. გვაქვს ბევრი ისტორიული ძეგლი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ღამის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. გვსურს, საუკეთესო ქალაქების მაგალითები გავიზიაროთ, სადაც აღნიშნული მიმართულება განვითარებულია და უკვე კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული“, - განაცხადა თბილისის მერმა და ფორუმის მონაწილეებს წარმატება უსურვა.

„თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის“ მიზანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალაქის დაგეგმარებისა და სწორი მენეჯმენტის საკითხებზე ფართო დიალოგის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული კუთხით წარდგენა, ასევე, ქალაქში აქამდე უცნობი ადგილების გამოცოცხლებისა და გააქტიურებისთვის სხვადასხვა გზების მოძიებაა.

ფორუმის ფარგლებში, ძირითადი განსახილველი საკითხები ქალაქგეგმარებასა და მართვას შეეხება. ღონისძიების მონაწილეები უკეთესი ურბანული, მდგრადი და ხელსაყრელი გეგმის შემუშავებისთვის მენეჯმენტისა და დაგეგმარების სხვადასხვა მეთოდოლოგიებს განიხილავენ. ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები კი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან და ექსპერტებთან ერთად, სტუმრებს თავიანთ სფეროში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ასევე, პირველად ტარდება ფესტივალი - Newon, რომელიც ქართველი არტისტებისა და მათი ნამუშევრების წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. ფესტივალის ლოკაცია ახლადაღდგენილი ინდუსტრიული არტ ჰაბი ELEKTROWERK-ია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა