logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა
პარლამენტის ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა
13:17 30.11.2018
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პლენარული სხდომის დღის წესრიგში რამდენიმე კენჭსაყრელი და სამოცზე მეტი განსახილველი საკითხია. ბიუროს წინა სხდომაზე განსაზღვრულ დღის წესრიგს რამდენიმე განსახილველი საკითხი დაემატა, მათ შორის, III მოსმენით განსახილველი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ეხება ელექტრო ძრავიანი ავტობუსის მიწოდებისა ან/და იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლებას და ექვსი სარატიფიკაციო დოკუმენტი.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბიუროზე ასევე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს, რომლებისთვისაც განსაზღვრეს წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები. ასევე, საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელეს. ბიურომ რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პარლამენტს ასევე, წარედგინა სახალხო დამცველის წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცა. აღნიშნული წინადადება საქართველოს სახალხო დამცველისათვის გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭებას ეხება.

სხდომის დასრულების შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა