logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა
სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაა
11:17 30.11.2018
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციაა. ეს განცხადება ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში გააკეთა.

„არსებობს ორი მიმართულება, რომელშიც პრეზიდენტი შეიძლება აქტიური იყოს. პირველი ეს არის საერთაშორისო პოლიტიკა. ეს ექვსი წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომელიც ევროპაში – ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას ცდილობს. ამ ექვს წელიწადში ჩვენ ამ მიზანს მაქსიმალურად უნდა მივუახლოვდეთ ან მთლიანად მოვახდინოთ ინტეგრაცია. ამ საკითხში ვიქნები ყველაზე აქტიური პრეზიდენტი. მემახსოვრება, რომ სწორედ ქალბატონმა ვიკე-ფრაიბერგმა (ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი) მიიყვანა ქვეყანა ევროკავშირამდე და ნატო-მდე. ესაა ჩემი მიზანიც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის ეცდება, რომ მსოფლიო რუკაზე საქართველომ უფრო მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ადგილი დაიკავოს.

„მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში საქართველო. ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის. მათ მხოლოდ რუკაზე უნახავთ საქართველო. ბევრი საქმეა გასაკეთებელი ქვეყნის შიგნითაც. ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან და მზადდება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, თუმცა აუცილებელია მენტალიტეტის შეცვლაც. ევროპაში გავიზარდე, ფრანგი დიპლომატი ვიყავი 30 წელი. ვიცი როგორია ევროპული საზოგადოება და ვიცი როგორ დავუახლოვდეთ მას, ვიცი როგორ გავაერთიანოთ ერი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა

საქართველის არჩეული პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნდა გასცდეს პოსტსაბჭოთა სივრცის მენტალიტეტს.

„ჩვენ უნდა გავცდეთ პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის ჩარჩოებს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის განმავლობაში მაინც არსებობდა. უნდა ვიმოძრაოთ ერის გაერთიანებისკენ. თუ გაერთიანებას ვერ შევძლებთ, მაშინ ვერ შევძლებთ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციას. სწორედ ეს არის დღეს ქართველი ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთიანი მიზანი“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა