logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების მშვიდ გარემოში მიმდინარეობა ერთ მხარეს ძალიან აღელვებს
ზაალ ანჯაფარიძე: არჩევნების მშვიდ გარემოში მიმდინარეობა ერთ მხარეს ძალიან აღელვებს
18:44 28.11.2018
„ის რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და მოსახლეობის აქტივობა მაღალია, როგორც ჩანს, ძალიან აღელვებს ერთ მხარეს“- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ საპრეზიდენტო არჩვენების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის მაღალი აქტივობა, პირველი ტურის შედეგია და აქედან გამომდინარე, მმართველი პარტიის და საზოგადოების იმ ნაწილის აქტივობის, რომლებიც გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტებაში „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნენების საფრთხეს ხედავენ.

„ვფიქრობ, იმ ამომრჩევლის დიდი ნაწილი, ვინც პირველ ტურში სახლში დარჩა, არჩევნებზე მიდის და ხმას აძლევს. ამ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

მისი აზრით, ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობოები და ტელეკომპანია ცდილობს, წარმოაჩინოს ერთეული დარღვევები, როგორც ტენდენცია. ასევე, რუსთავი-2 -სა და ხელისუფლებათან ოპონირების რეჟიმში მყოფი ცალკეული ტელევიზიების მხრიდან, დაძაბულობის ტემპერატურის აწევის აშკარა მცდელობებია.

„ასეთ დაძაბულ და ნერვების ომის პირობებში, შეიძლება ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს კიდეც. მთავარია, ცესკომ მყისიერად აღმოფხვრას დარღვევები და საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელებს მიაწოდოს ინფორმაცია. რაც კეთდება კიდეც და საკმაოდ ოპერატიულად. მე ვფიქრობ, რომ ცესკო სწორად მოიქცა, როდესაც არსებულ დარღვევებზე ღიად ისაუბრა და აღნიშნა რომ მათ, მეტწილად პროცედურული ხასიათი აქვთ. პირადად ჩემთვის, როგორც ანალიტიკოსისათვის, ძალიან ნიშანდობლივია, რომ წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ცესკო აქტიურად აწარმოებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას, რადგან სწორედ ინფორმაციის დეფიციტი ან დეზინფორმაცია ქმნის ვნებათაღელვის და პროტესტის ნიადაგს“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა