logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თამარ ჩუგოშვილი: არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
თამარ ჩუგოშვილი: არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
15:30 28.11.2018
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო ჯამში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დღეს არჩევნებში მოქალაქეეიბის მაღალი აქტივობა ფიქსირდება.

“მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, ამ ეტაპისთვის საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღესთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციები იყო და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნების დღის დანიშვნა კვირის დღეს იქნებოდა პრობლემების შემცველი ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ თავიანთ ნებას. 12 საათის ოფიციალური მონაცემებით 19.6% ამომრჩევლის გამოცხადებულია.

მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს თავისი ნება ამ არჩევნებში, მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა.

ასევე, გვინდა მოვუწოდოთ კერძო დამსაქმებლებს, რომლებიც მუშაობენ დღეს, რომ თანამშრომლებს შესაძლებლობა მისცენ, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატონ ნება.

მინდა გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასიურ ფაქტებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნების და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ ასევე მცდელობა, რომ ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რასაც უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ეს ფაქტები დაადასტურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად ამ ყველაფერზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო აბაშაში დაფიქსირებულ ფაქტს, რომელშიც ქართული ოცნების საკრებულოს წევრის მხრიდან ფიქსირდება დარღვევა, იგი მიყვება ამომრჩეველს ჯიხურში, რაც ასევე კანონდარღვევაა და აუცილებელია, რომ ამ დარღვევაზეც იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

საერთო ჯამში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ძალიან ბევრი დამკვირვებელი აკვირდება ამ არჩევნებს, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი, ისე ადგილობრივი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილი. ამომრჩეველს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, ჩვენს წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებში თუ ჩვენს აქტივისტებს, რომ იმოქმედონ კანონის ფარგლებში და თუკი დარღვევას დააფიქსირებენ, ეს წერილობით იქნას დაფიქსირებული და მიაწოდონ ეს ინფორმაცია დამკვირვებლებს,” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა