კოალიცია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა ყოფილი ბამბის ნართის ქარხნის საერთო
საცხოვრებელში შესახლებულ დევნილებს კოალიციის პროგრამა გააცნო და მათ კითხვებს უპასუხა.
წულუკიანმა ადგილობრივთა საცხოვრებელი ოთახებიც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ საერთო საცხოვრებელში უკიდურასად მძიმე მდგომარეობაა.
„აქ საკმაოდ დამსახურებული ადამიანები უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ და ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს. მე დავპირდი ნაძალადევის მოსახლეობას, რომ პარლამენტში ჩემი სახით ეყოლებათ ადამიანი, რომელიც მათი პრობლემების გადასაჭრელად იბრძოლებს“ - განაცხადა წულუკიანმა.

















