logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: არის უამრავი სპეკულაცია, რითაც აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება
ირაკლი კობახიძე: არის უამრავი სპეკულაცია, რითაც აგრესიული ფონი ხელოვნურად იქმნება
12:00 28.11.2018
„დღევანდელი არჩევანი არის ძალიან მარტივი. არის ორი პოლიტიკური ძალა: იქით მხარეს არის პოლიტიკურა ძალა, რომლის თვისებებია აგრესია, სიძულვილი სიცრუე და მეორე მხარე არის ძალა, რომელმაც ეს ყველაფერი ჩააბარა წარსულს, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადეობას დღეს არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.



ირაკლი კობახიძე № 2 ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.



პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდა.



„მე მინდა, მოვუწოდო ყველას აქტიურობისკენ. მოგეხსენებათ, პირველ ტურში დაბალმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ ამ ნეგატიურმა ძალამ მიიღო საკმაოდ მაღალი შედეგი არჩევნებში. თუ იქნება მაღალი აქტიურობა ამ შემთხვევაში პასუხიც იქნება მაქსიმალურად სწორი”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს მობილიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და კონკრეტულ მედიასაშუალებებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ მოუწოდა.



„ჩვენს კოორდინატორებს მინდა მადლობა გადავუხადო მობილიზაციისთვის, ეს არის მათი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება აიღოს ოფიციალური სიები, მათ შორის ფოტოსურათები საარჩევნო კომისიიდან, პირად ნომრებს მე არ ვამბობ. არის სიები, რომლებიც აქვს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს და ყველას ძალიან გთხოვთ, “რუსთავი 2”-ს მინდა განსაკუთრებით ვთხოვო, ნუ ქმნიან ხელოვნურად აგრესიულ ფონს, არ არის აგრესიული ფონი ამ არჩევნებში. ნუ შეეცდებით ხელოვნურად შექმნათ ასეთი ფონი. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ მათ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა.



არის უამრავი სპეკულაცია, რითიც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. ყველას მოგიწოდებთ , რომ გამოავლინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მათ შორის, ეს არის კონკრეტული მედიასაშუალებების პასუხისმგებლობაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



რაც შეეხება დარღვევებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევები, თუმცა, ეს საერთო ნეგატიურ ფონს ვერ ქმნის.



„მთლიანობაში არჩევნები წარიმართება ჯანსაღ, თანასწორ და სამართლიან გარემოში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე გაგრძელდება მუშაობა დღის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა