რუსთავში უფლებადამცველები, იურისტები და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების
მეორე ტურში მხარდაჭერას მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უცხადებენ.
ამის შესახებ მათ განცხადება ტვ4-ის პრესკლუბში გააკეთეს. უფლებადამცველების თქმით, ისინი უარს უცხადებენ "ნაციონალურ მოძრაობის" რეჟიმს და მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ.

















