logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ნებისმიერი პოზიტიური მოქმედება მოახდენს, რაც კი ხელისუფლებას 2012 წლიდან გაუკეთებია
მამუკა მდინარაძე: ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ნებისმიერი პოზიტიური მოქმედება მოახდენს, რაც კი ხელისუფლებას 2012 წლიდან გაუკეთებია
16:12 27.11.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამომრჩეველზე გავლენას ნებისმიერი ის ნაბიჯი მოახდენს, რომელიც ხელისუფლებამ 2012 წლიდან გააკთა.

მისივე თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა არჩევნებთან არ არის დაკავშირებული.

„ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჭარბვალიანობის საკითხთან დაკავშირებით თქვა, რომ მაქსიმუმ შემოდგომაზე ჩვენ ამ პრობლემას გადავწყვეტდით. აქედან გამომდინარე, ეს დაკავშირებული არ იყო არჩევნებთან. რეფორმა უნდა გატარდეს. ამ ქვეყანაში პრაქტიკულად სულ არჩევნებია, ამიტომ ხელისუფლებას პოზიტიური რეფორმების გატარებისგან თავშეკავება მოუწევს ყოველწლიურად.

რაც შეეხება ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას, ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ნებისმიერი პოზიტიური მოქმედება მოახდენს, რაც კი ხელისუფლებას 2012 წლიდან მოყოლებული გაუკეთებია. ნებისმიერთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ გაცილებით მეტია გაკეთებული „ქართული ოცნების“ მიერ 6 წელიწადში, ვიდრე, წინა ხელისუფლების მიერ 9 წელიწადში. რაც შეეხება მოსყიდვას, ეს არის პირდაპირი სპეკულაცია, როდესაც რეფორმას არქმევ მოსყიდვას.

უამრავი რეფორმა მიმდინარეობს და ჩატარებულა საქართველოში, სადაც თანაბრად მონაწილეობდა, როგორც კერძო სექტორი, ასევე ხელისუფლება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ შეითავსა მედიატორის, ორგანიზატორის როლი და რომ არა მის მიერ დაანონსებული რეფორმა, შეუძლებელი იყო ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ფონდ „ქართუს“, რომელმაც არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, 1995 წლიდან მოყოლებული, ქველმოქმედებაზე ამ ქვეყანაში დახარჯა 3 მილიარდ დოლარზე მეტი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა