logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან გოგიჩაიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან გოგიჩაიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
15:48 27.11.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობით დაინტერესდნენ. ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი გახსნილია ნებისმიერი პირისათვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის აქტიურობა პარლამენტის საქმიანობასთან მიმართებაში დამოკიდებულია არა პარლამენტის წევრების კეთილ ნებაზე, არამედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, მათ არ აქვთ პრობლემა. თუ ადამიანებს აქვთ სურვილი, მათთვის საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა.

ლევან გოგიჩაიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს ესაუბრა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.

„ახალი რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ მექანიზმს ვაძლევთ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგნელებს და საქართველოს მოქალაქეებს რომ მიიღონ აქტიური მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში, მათ შორის, კანონშემოქმედებით პროცესში“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრების ინტერესია, რომ კიდევ უფრო ღია იყოს საქართველოს პარლამენტი, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეების კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის საშუალებით.

„ვფიქრობ, რომ ყოველი მომავალი დღე, მომავლი სესია კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმომადგენლების - პარლამენტის წევრების მეშვეობით მათ აკონტროლონ ხელისუფლება და მონაწილეობა მიიღონ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა