logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თურქეთში საქართველოს ელჩი ინეგოლში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
თურქეთში საქართველოს ელჩი ინეგოლში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
12:38 27.11.2018
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი ჯანჯღავა და გენერალური კონსული, ინგა კიკვაძე ვიზიტით ქალაქ ინეგოლს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა დიპლომატებმა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა დაესწრო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, ფონდის „ქართული გალობა“ და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ წიგნის პრეზენტაციას, სახელწოდებით - „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“. აღნიშნული პრეზენტაცია პიტერ გოლდის მიერ 1968 წელს, ქართული ხალხური კულტურის შესწავლის მიზნით სოფელ ჰაირიეში ჩატარებული ექსპედიციის 50-ე წლისთავს მიეძღვნა.

ღონისძიებაზე გიორგი ჯანჯღავამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველოს ელჩმა საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრა. ასევე, გიორგი ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა თურქეთში ქართველი კულტურული მოღვაწის, აჰმეთ ოზქან მელაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა